მინი ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრები დღეს დასრულდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ სპორტულ ღონისძიებაში, ამჯერად, ერთმანეთს ბოლაჯურისა და უდეს საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო თამაშის შემდეგ პენალტების სერიაში ბოლაჯურის გუნდმა გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა.
მინი ფეხბურთში ნახევარფინალური თამაში ხვალ, 22 მაისს, 13:00 საათზე, სოფელი ბოლაჯურის მინი მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალური თამაში 26 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.