მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

„თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში სპორტული ღონისძიებები დასრულდა
„თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში სპორტული ღონისძიებები დასრულდა.
ამჯერად შეჯიბრება გოგონებს შორის მძლეოსნობაში გაიმართა, რომელშიც ბოლაჯურისა და ბენარას საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პირველ ადგილზე ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ, ხოლო მეორეზე ბენარას საჯარო სკოლის მოსწავლეები. გამარჯვებულებს ადიგენის მერიისგან სიგელები გადაეცათ.
„თავისუფლების თამაშები“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.