ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ხელმძღვანელობით, ადიგენის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების ეტაპები.
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით და აერთიანებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.