მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

54 წლიანი გამოცდილება – ღვაწლმოსილი რუსუდან მღებრიშვილი
დაბა ადიგენში მცხოვრები ქალბატონი რუსუდან მღებრიშვილი 1971-2007 წლებში მუშაობდა ადიგენის რაინის კულტურის განყოფილებაში ( სადაც გაერთიანებული იყო ადიგენის რაიონის სამუსიკო სკოლები, კულტურის სახლები, კლუბები, ბიბლიოთეკები და სპორტი) ბუღალტრის პოზიციაზე.
2007 წლიდან-დღემდე კი ადიგენის ა.(ა).ი.პ სამუსიკო სკოლის ბუღალტრია. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა არჩეული პროფესია, რომელსაც დღესაც დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსუდან მღებრიშვილი პროფესიით ბუღალტერია, იგი არანაკლებ სიყვარულს და ინტერესს გამოხატავს მუსიკის მიმართ. სიამოვნებით ესწრება მუსიკის გაკვეთილებს და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ახალგაზრდა მუსიკოსებთან.
ბავშვებთან ურთიერთობა მისი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. მის თვალწინ მრავალი თაობა აღიზარდა, ზოგიერთმა მათგანმა კი მუსიკის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
რუსუდან მღებრიშვილი პროფესიისადმი სიყვარულით, ერთგულებით, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ყოველთვის გამოირჩევა არა მხოლოდ სამუსიკო სკოლაში, არამედ ადიგენის საზოგადოებაში, სადაც მისი ღვაწლი და შრომა ყოველთვის დასაფასებელია.