მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
შეხვედრები მლაშის, ზარზმისა და ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა, სადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი მლაშე – შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
სოფელი ფლატე – შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
სოფელი არზნე – გზის სამაგრი კედლის მოწყობა;
სოფელი ზარზმა – შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
სოფელი უტყისუბანი – საბავშვო ატრაქციონის მოწყობა;
სოფელი წრე – შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
სოფელი დიდი ზანავი – სასაფლაოს შემოღობვა;
სოფელი გომარო – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;
სოფელი პატარა ზანავი – შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა-ბეტონის საფარით;
საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.