მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები დაბა აბასთუმანში, არალსა და წარბასთუმანში ჩატარდა,სადაც ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.
„სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, „ქართული ოცნების“ სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინა კაპანაძე, საკრებულოსა და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტებია შიდა გზები, სასმელი და სარწყავი სისტემების, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 თებერვალს დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 15 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031