მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

„ზარზმობის“  დღესასწაული ადიგენში

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტმა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნა, რომელიც  მისსავე აშენებულ ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა.

სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა  საზეიმო  წირვა დილიდან  აღავლინა. წირვას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი,   ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო და საერო პირები  ესწრებოდნენ.

წირვის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს „ზარზმობის“ დღესასწაული  მიულოცეს, რის შემდეგაც   სოფელ ზარზმაში,   კონცერტი გაიმართა.   ღონისძიებაზე მონაწილეობა, „ერისიონთან“ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ელეონმა“, მომღერალთა ანსამბლმა“ ალეგრომ“, უდისა და არლის სამრევლო სკოლებთან არსებულმა გუნდმა „ირმისამ“  და ადიგენის კულტურის  ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ზარზმამ“ მიიღო.

,,ზარზმობა“ სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად  აღინიშნება. სერაპიონ ზარზმელი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მან lX საუკუნეში სხვა ბერებთან ერთად დაარსა ზარზმის მონასტერი და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30