მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

დაბა ადიგენში პირველად თანამედროვე სპორტული სივრცე შენდება
დაბა ადიგენში პირველად თანამედროვე სპორტული სივრცე შენდება
დაბა ადიგენში, თორნიკე ერისთავის ქუჩა N38-ის მიმდებარედ, მინი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც განთავსდება სპორტული დარბაზი, შეკრების ოთახი, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის სივრცეები, გასახდელები, საკუჭნაო, ასევე სველი წერტილები – საპირფარეშოები და საშხაპე ოთახები. შენობა აღიჭურვება ცენტრალური გათბობის სისტემით და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა.
პროექტის საერთო ღირებულება 327 651 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი გაეცნენ.
„ეს პროექტი ადიგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია – ჩვენ პირველად ვქმნით სივრცეს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას აქტიური, ჯანსაღი და საინტერესო ცხოვრებით იცხოვრონ საკუთარ მუნიციპალიტეტში. მინი სპორტული კომპლექსი იქნება ადგილი, სადაც მათ ექნებათ ვარჯიშის, შეხვედრისა და თვითგანვითარების საშუალება“- განაცხადა გოჩა ქიმაძემ.