მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი და მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელს გიორგი ტალახაძესა და რეგიონულ წარმომადგენლებს: სალომე ყულჯანიშვილსა და ანდრანიკ ბაღდასარიანს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს სახალხო დამცველის მანდატი თვითმმართველობებთან ურთიერთობის კუთხით, რეგიონული ოფისის საქმიანობა, მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული პროგრამები და სერვისები, ზოგადი მდგომარეობა ადამიანის უფლებების მიმართულებით და ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები – მათ შორის , მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერება სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის კუთხით (გენდერული საბჭოები, ქალთა ოთახები, გენდერის საკითხებში მრჩევლები, ბავშვთა დაცვის განყოფილებები , შშმ პირთა საბჭოები და ა.შ.).

მერმა გოჩა ქიმაძემ სტუმრებს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე პროგრამები და პროექტები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, კულტურის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სფეროებზე გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს სამომავლოდ ურთიერთობის ფორმების გამარტივებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას მუნიციპალიტეტებთან.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031