დაბა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, ა.(ა).ი.პ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადიგენის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, მკითხველები და საჯარო სკოლის მოსწავლე- ახალგაზრდები იღებდნენ, რომლებმაც სხვადასხვა სახალისო თუ შემეცნებითი აქტივობა წარმოადგინეს, მათ შორის, გაიმართა სახალისო ვიქტორინა და ასევე მოეწყო პრეზენტაცია ქართულ ენაში დამკვიდრებულ ბარბარიზმებთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ადიგენის მერის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.