მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში „დედების კლუბის“ წევრებთან პირველი შეხვედრა გაიმართა
დღეს, დაბა ადიგენში ჯანდაცვის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედებთან საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე, სადაც საკითხები პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი, ყურადღება იმუნიზაციის პროცესზე, ინფექციებსა და დაავადებებზე გამახვილდა. კლუბის წევრებმა ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანებისაგან, მათ შორის: პედიატრის, ოჯახის ექიმისა და ეპიდემიოლოგისგან აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. დასასრულს კი დამსწრეებმა ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის ექიმები კლუბის წევრებს საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიაწოდებენ.
„დედების კლუბი“-ს შექმნის მიზანს, მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხების მიღება და მათი აქტივობებში ჩართვა წარმოადგენს.
„დედების კლუბი“ მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ ჯანდაცვის სამსახურის ორგანიზებით შეიქმნა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები დედები არიან გაერთიანებული.