მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღის აღნიშვნას უერთდება
22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავ გარემოსდაცვით ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა.
დღის აღსანიშნავად დაბა ადიგენში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებში ნერგების დარგვის აქცია მოეწყო, ასევე დასუფთავდა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილები.
გარემოს დაცვით ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მოადგილეები, საკრებულოს და მერიის, ასევე მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ-ების სამსახურების თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
„დედამიწის სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ უნდა გამოვხატოთ – საჭიროა რეალური ქმედებები. ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობებს სუფთა, ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემო დავუტოვოთ. აუცილებელია, რომ ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად ვაქციოთ “ – განაცხადა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტი ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობებით უერთდება.