მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების, საერთო კრებებისა და კონსულტაციების ფორმატში, განხილვა აქტიურად გრძელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, სოფელ ადიგენში, გორგულში, იჯარეთში, იმერთუბანში, ქვემო ენთელსა და ბოლაჯურში გაიმართა, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დასახლებების საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.
სოფელი ადიგენი -სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი გორგული – სოფლის ცენტრალურ ადგილას სველი წერტილისა და წყაროს მოწყობა;
სოფელი იჯარეთი- სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი იმერთუბანი-გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ქვემო ენთელი-სასმელი წყლის ქსელის მოწყობა;
სოფელი ბოლაჯური-გარე განათების ქსელის მოწყობა;
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში 1-ელ თებერვალს დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 15 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ივლისი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031