ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე უძღვებოდა, რომელმაც საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ადიგენში ამჟამად მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ.
„ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, ერთობლივი მსჯელობითა და თანამშრომლობით, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ, ბევრ კარგ შედეგს მივაღწიეთ და იმედს გამოვთქვამ, რომ სამომავლოდაც ასე გაგრძელდება”-განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
საბჭოს წევრებმა, თავის მხრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თავიანთი წინადადებები და იდეები გააცნეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. იგი საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.