მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებს ესტუმრნენ
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მოადგილეები, ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი ტრადიციულად, მუნიციპალიტეტში მდებარე სხვადასხვა სკოლებს ესტუმრნენ და სწავლის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ.
პატარა პირველკლასელებმა ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გახსნეს და მოსული სტუმრების წინაშე სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.
დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საკლასო ოთახები, სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ, პირველკლასელებს მერიისაგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გადასცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ დღესვე, მუნიციპალიტეტის 25-ვე სკოლის 166-მა პირველკლასელმა, მერიის საჩუქრებთან ერთად განათლების სამინისტროს საჩუქრებიც – სახელმძღვანელოები და ნეთბუქებიც მიიღეს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031