ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებებში საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები მინი ფეხბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში ასპარეზობდნენ.
თამაშები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა:
მინი ფეხბურთი
გოგონები:
I ადგილი – დაბა ადიგენის საჯარო სკოლა;
II ადგილი – მლაშეს საჯარო სკოლა;
III ადგილი – ლელოვანის საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი – დაბა ადიგენის საჯარო სკოლა;
II ადგილი – ქვემო ენთელის საჯარო სკოლა.
მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები:
I ადგილი – ზანავის საჯარო სკოლა;
II ადგილი – ფხეროს საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი – ზანავის საჯარო სკოლა;
II ადგილი – ხევაშენის საჯარო სკოლა.
ფრენბურთი
გოგონები:
I ადგილი – დიდი სმადის საჯარო სკოლა;
II ადგილი – ბენარის საჯარო სკოლა;
ვაჟები:
I ადგილი – არლის საჯარო სკოლა;
II ადგილი – ქვემო ენთელის საჯარო სკოლა;
III ადგილი – დიდი სმადის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდების წევრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდები რეგიონულ თამაშებში იასპარეზებენ. რეგიონულ თამაშებში გამარჯვებული გუნდები საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ, შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.