მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელი ნანა მამულაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები გაეცნენ სააღმზრდელო პროცესსა და ახალი სასწავლო წლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, ასევე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა.
სააღმზრდელო წლის პირველი დღე საბავშვო ბაღებში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობით აღინიშნა. აღსაზრდელებისთვის მოეწყო ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული წარმოდგენები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის 10-ვე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად და სრული მზადყოფნით განახლდა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 320 აღსაზრდელია.