ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა ანტონ გელაძემ, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ხარჯამში დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფელ ხარჯამში შიდა საუბნო გზის 220 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 134 213 ლარია.