მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ აფიეთსა და ზედუბანში გზა ეწყობა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებმა სოფელ ზედუბანსა და აფიეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფელ აფიეთში 228 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი. მოეწყო ეზოებში შესასვლელები, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს გზის გვერდულების მოწყობა. სოფელ ზედუბანში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხრეშა გზა და იწყება ბეტონის საფარის დაგება.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 127 000 ლარია.