მიმდინარე წლის 21 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა ადიგენში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება.
სკრინინგის ძირითადი მიმართულებაა:
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის (მამოგრაფიული კვლევა, მამოლოგის კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში — სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა);
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტირება, HPV ტესტირება);
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის;
C და B ჰეპატიტების, ასევე აივ-ინფექცია/შიდსის ტესტირება სწრაფი მარტივი ტესტებით (18 წლის და ზემოთ ასაკის პირთათვის);
არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი;
სკრინინგული კვლევებისთვის გამოყოფილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მამომობილი.
მისამართი: დაბა ადიგენი, თამარ მეფის ქუჩა, მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული.
დასაწყისი: 10:00 საათი;