ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე, თანამშრომლებთან ერთად სოფელ ზაზალოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზაზალოსთან მისასვლელი გზის მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტში გათვალისწინებულია 1500-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის, მილ-ხიდების, გაბიონებისა და მიერთებების მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 950 000 ლარია.