ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ადიგენში არსებულ დაწესებულებებს შორის, მინი ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატი იწყება.
13 ივლისს, 18:30 საათზე, დაბა ადიგენის მინი მოედანზე ერთმანეთს შეხვდებიან:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდები;
ლიბერთი ბანკისა და ა(ა)იპ ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის გუნდები;
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადიგენის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდები;
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის (II გუნდი) და „უქიმერიონის“ გუნდები;
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან მედლებითა და თასით დაჯილდოვდებიან.
მობრძანდით და ერთად ვუგულშემატკივროთ მონაწილე გუნდებს!