ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე მოადგილე სოსო რეხვიაშვილთან ერთად, ა(ა)იპ ადიგენის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელს თამარ მირიანაშვილსა და სკოლების მოსწავლეებს შეხვდა, ქალაქ მარნეულში გამართულ ქართული სიმღერის კონკურსში „სხვა საქართველო სად არის“ მეორე ადგილისა და საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV კონკურსში პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომების მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გოჩა ქიმაძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მუსიკოსების წარმატება მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებულად საამაყოა და მათ მომავალშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვა. სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელსა და პედაგოგებს კი მოსწავლეთა წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ბეთხოშვილი და სამუსიკო სკოლების პედაგოგები.