მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან ერთად, ადიგენელ ახალგაზრდა სპორტსმენს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან ერთად, ადიგენელ ახალგაზრდა სპორტსმენს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა, მუაიტაის საქართველოს ღია ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მერიის სახელით წამახალისებელი ფულადი ჯილდო, მედალი, სიგელი და თასი გადასცა.
გიორგი ჩოგოვაძეს სპორტულ კარიერაში არაერთი წარმატება აქვს. მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება კი 2026 წლის მუაიტაის საქართველოს ღია ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მერიის კულტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდა სპორტსმენის ოჯახის წევრები.