ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველ მოადგილესთან არსენ ბალახაშვილთან, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გომაროში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
დღეს საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ გომაროში ხევის კალაპოტი აავსო, რის შედეგადაც წყალი მილ-ხიდში გაიჭედა და გზაზე გადმოვიდა.
შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალური ტექნიკის დახმარებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ხევის გაწმენდითი სამუშაოები, ამჟამდ მიმდინარეობს ხევის კალაპოტის შეცვლა.