ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება
ადიგენის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ.
სოფელ წახანში პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 72 900 ლარია, ხოლო სოფელ ბენარაში სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება ჯამში 109 900 ლარია.