ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დაბა ადიგენის მინი სპორტულ კომპლექსში, მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრება გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლისა და უფროსი ასაკის მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულები.
თამაში ოლიმპიური სისტემით წარიმართა. პირველ ადგილზე კონსტანტინე ტეფნაძე გავიდა, მეორეზე გიგი ხოზრევანიძე, ხოლო მესამე ადგილი ნიკა მიქელაძემ დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულებს ადიგენის მერიისგან თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ.