ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
თამაშები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მინი მოედანზე ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ლელოვანის, ზანავის, რაჭველებისა და ქიქინეთის (პირველი მერცხალი) საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ, საინტერესო თამაშის შემდეგ ფინალში რაჭველებისა და ზანავის გუნდები გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 13:00 საათზე, სოფელ ბოლაჯურის მინი მოედანზე გაიმართება.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები, თასი და წამახალისებელი ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.