მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო.
თამაშში ერთმანეთს სოფლების: ზანავის, მოხეს, ლელოვანისა და ქვემო ენთელის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ.
თამაშები შემდეგი ანგარიშით დასრულდა:
ზანავი – მოხე 2:2 პენალტების სერიაში გაიმარჯვა ზანავის გუნდმა
ლელოვანი – ქვემო ენთელი 5:4
მინი ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.