მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში მერვედფინალური თამაშები დასრულდა
მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში მინი ფეხბურთში მერვედფინალური თამაშები დასრულდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში ერთმანეთს სოფელი ბოლაჯურის, დაბა ადიგენის, უდის, იმერთუბანის, რაჭველებისა და ჭულეს საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ.
თამაშების შედეგები ასეთია:
ბოლაჯური – დაბა ადიგენი 4:3
რაჭველები – ჭულე – 5:1
უდე – იმერთუბანი – 2:0
მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში 11 მაისს დაიწყო, ფინალური შეხვედრა კი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.