ფაშიზმზე გამარჯვების 81- ე წლისთავთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ადიგენში, 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა მერმა გოჩა ქიმაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.