ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ვარხანში დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურას გაეცნო.
სოფელ ვარხანში შიდა საუბნო გზის 518 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და ეზოში შესასვლელები.
პროექტის ღირებულება 195 527 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.