ადიგენის მუნიციპალიტეტში „თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში შეჯიბრება მინი ფეხბურთში გაიმართა.
თამაშში მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების: დაბა ადიგენის, დაბა აბასთუმნის, არალის, ბენარას, ქვემო ენთელის, ბოლაჯურისა და მოხეს გუნდები მონაწილეობდნენ.
საინტერესო თამაშის შემდეგ პირველ ადგილზე ქვემო ენთელის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორეზე დაბა ადიგენის.
სპორტული ღონისძიებები მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდება. გამარჯვებულ გუნდებს ადიგენის მერიისგან სიგელები გადაეცათ.