ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გამწვანების ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ააიპ კეთილმოწყობისა და დასუფთავების, ასევე წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლები.
ღონისძიების ფარგლებში დაბა ადიგენში კიდევ ერთი ახალი ლოკაცია გამწვანდება. დაბის შემოსასვლელში, ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებული ფერდობი მოწესრიგდა, დამუშავდა, დატერასდა და ამ ეტაპზე ფიჭვები ირგვება.