ადიგენში, ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიება გაიმართა.
დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ა.(ა).ი.პ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მოსწავლე-ახალგაზრდები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიების პარალელურად სამხატვრო წრის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
საზეიმო ღონისძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და ა.(ა).ი.პ კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.