მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებებს მასშტაბური დასუფთავების აქციით შეუერთდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებებში მერიის, საკრებულოსა და მერიას დაქვემდებარებული აიპების თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება. ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტი დასუფთავების აქციით შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების სამუშაოები დილიდანვე აქტიურად დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სუფთავდება ცენტრალური საავტომობილო გზისპირები, ქუჩები, ცენტრალური პარკი, სკვერები, მდინარის ნაპირები და სხვადასხვა ლოკაციები.
საქართველოში „დედამიწის დღე“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.