მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე სოფელი ვარხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი და მოადგილე სოსო რეხვიაშვილი სოფელი ვარხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა სოციალური პროექტის „სკოლა, როგორც საგანმანათლებლო ცენტრი თემში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოება ახორციელებს.
შეხვედრის ფარგლებში გოჩა ქიმაძემ მოადგილეებთან ერთად მოსწავლე-ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები და მოვალეობები გააცნო, უპასუხა მათთვის საინტერესო შეკითხვებს, ასევე გაეცნო მათ ინიციატივებსა და იდეებს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრა ვარხანის საჯარო სკოლის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანია ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და ფუნქციების გაცნობა და მათი ჩართულობის გაზრდა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.