მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება
საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრები შოლავერში, უნწაში, ბენარაში, ხევაშენში, ნაქურდევში, ხარჯამში, წახანში, წახანწყაროსა და ქიქინეთში გაიმართა, სადაც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი შოლავერი – არსებული კლუბის შენობის რეაბილიტაცია;
სოფელი უნწა – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ბენარა – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ხევაშენი – საბავშვო გასართობი ატრაქციონის მოწყობა;
სოფელი ნაქურდევი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი ხარჯამი – მინი მოედნის გადახურვა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი ხიდის მოწყობა;
სოფელი წახანი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი წახანწყარო – არსებული ხიდის რეაბილიტაცია;
სოფელი ქიქინეთი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გამართული შეხვედრების მიზანია, ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 000 ლარია გამოყოფილი, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.