მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ
სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას საბჭოს წევრებმა ხელმძღვანელ პირებს დეტალურად გააცნეს 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას.
ასევე ერთობლივად განიხილეს 2026 წელს დაგეგმილი ახალი პროექტები და პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული.
შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსწავლე-ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს, ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ახალგაზრდულ ინიციატივებს მომავალშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები.