მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის პირველი სამუშაო თათბირი გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის პირველი სამუშაო თათბირი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებული ა(ა)იპების სამსახურების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
თათბირის ფარგლებში მერმა შეაჯამა გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და ისაუბრა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე პროექტების შესრულების პროცესს, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებზე იმსჯელეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმები დასახეს. მერმა ხაზი გაუსვა ეფექტიანი მართვის, უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობისა და დასახული პროექტების მაღალი ხარისხითა და ვადების დაცვით შესრულების მნიშვნელობას.