სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან ზაზა კვიციანთან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსთან მინდია ღლონტთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ზაალ გელაშვილმა მერებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის საჭიროებაზე, ასევე სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად მონიტორინგის მნიშვნელობაზე.
მერებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის განვითარების ახალ ათწლიან სტრატეგიას — 2026-2035 წლების გეგმას და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგი მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.