მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქიმაძის ხელმძღვანელობით მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის ხელმძღვანელობით, მერთან არსებული სათათბირო ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, სამოქალაქო სექტორის, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოების აქტიური წევრები ესწრებოდნენ.
მერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ. მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი იდეები და რეკომენდაციები, ასევე იმსჯელეს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, არსებული გამოწვევების გადაჭრისა და სამომავლო პრიორიტეტების საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.