მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლებში  მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები, მოისმინეს მათი საჭიროებები და მოსახლეობასთან ერთად დაგეგმეს  2026 წელს განსახორციელებელი პროექტები.

მერის გოჩა ქიმაძის თქმით, მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა და სწორედ მათი საერთო ძალისხმევით ადიგენი კიდევ უფრო მეტად გალამაზდება და განვითარდება.