მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ უდეში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი სოფელ უდეში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირს დაესწრნენ.
მინი ფეხბურთი, სოფელი უდის პირველი საჯარო სკოლის მინი მოედანზე გაიმართა და ერთმანეთს ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე ვაჟების გუნდები დაუპირისპირდნენ.
თამაში სოფელი ქვემო ენთელის სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილზე უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი არლის გუნდმა დაიკავა.
ღონისძიება, დაღუპული ახალგაზრდის მამის, გურამ ბალახაშვილის ორგანიზებით ჩატარდა, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, მწვრთნელებსა და საუკეთესო მოთამაშეებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
ტურნირს ესწრებოდნენ : დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქელაძე, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მუმლაძე, ადიგენის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადიგენის სამხედრო გაწვევის განყოფილების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივები.