მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დასრულების ეტაპზეა ბალახაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის და ერისთავის ქუჩაზე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეიცვალა შენობების სახურავები და მიმდინარეობს გარე ფასადების კეთილმოწყობა.
გარდა ამისა, ერისთავის ქუჩაზე ბიბლიოთეკისა და მუსიკალური სკოლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. შეიცვალა სახურავი, მიმდინარეობს გარე ფასადისა და შენობის შიდა ოთახების რეაბილიტაცია.
პროექტების ჯამური ღირებულება 255 185 ლარია და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.