მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

სოფელ ბოლაჯურში შიდა საუბნო გზა ეწყობა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ადმინისტრაციული ერთეულისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბოლაჯურში მიმდინარე შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში აქტიურად ხორციელდება შიდა საუბნო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე ეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოში შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულება 457 000 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება.