მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე მინი ფეხბურთის მუნიციპალურ ჩემპიონატს დაესწრო
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიის კულტურის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბოლაჯურში გამართულ მინი ფეხბურთის მუნიციპალურ ჩემპიონატს დაესწრო.
სპორტული ღონისძიება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ადიგენის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 11 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა და ის ოლიმპიური სისტემით წარიმართა.
თამაში დაძაბული და საინტერესო იყო, სადაც პირველ ადგილზე რაჭველების, მეორეზე დერცელის, ხოლო მესამე ადგილზე გოლიათას გუნდები გავიდნენ.
ტურნირის გამარჯვებულები ღონისძიების ორგანიზატორებისაგან თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ რაჭველების გუნდს კი წამახალისებელი ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალურ ეტაპზე გადასული გუნდი რეგიონულ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო რეგიონის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ფინალურ თამაშში იასპარეზებს.