ადიგენის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში საინფორმაციო დაფები QR კოდებით დამონტაჟდა.
საინფორმაციო დაფებზე განთავსებული QR კოდის დასკანერებით მსურველები გადავლენ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.adigeni.ge, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებსა და სიახლეებს, როგორც ვიზუალური ასევე ტექსტური აღწერილობებით.
ინიციატივის მიზანია ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის სასურველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ასევე მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია.