ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი სამუსიკო სკოლებში წლის შემაჯამებელ ღონისძიებებს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში სამუსიკო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები მაყურებლის წინაშე წლის განმავლობაში მიღებული ცოდნით წარდგნენ. მოსწავლეებმა საფორტეპიანო ნომრები და საგუნდო სიმღერები ფანდურისა და გიტარის თანხლებით შეასრულეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადეს შესრულებული ნომრებისთვის და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებას მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზურა ბეთხოშვილი, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინა კაპანაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.