მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ესეების კონკურსი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „წიგნი, რომელმაც შემცვალა“
კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს.
კონკურსის პირობები:
• საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს;
• საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია;
ესეს სტრუქტურა:
• სათაური;
• შესავალი;
• თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება;
• დასკვნა/მსჯელობის შეჯამება;
კონკურსის ეტაპები:
• კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი – 8 აპრილის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ;
• 14 აპრილს გამოვლინდება 2 გამარჯვებული (I და II ადგილი );
• გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია;
• I – ადგილზე გასულ მონაწილეს – 200 ლარი გადაეცემა,
• II – ადგილზე გასულ მონაწილეს -100 ლარი;
განაცხადის ფორმა:
• სახელი და გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;
• ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• ესეს სათაური;
ესე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• საკითხის სიღრმისეული გააზრება;
• დამუშავებული რელევანტური ლიტერატურა;
• განხილული მაგალითები, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, არგუმენტირება;
• ესეს სტრუქტურა;
• აკადემიური წერის სტილის დაცვა;
• ესეს ინოვაციურობა.
ესეს გაფორმების წესი:
• ფურცლის ზომა A4;
• შრიფტი – უნიკოდი (Sylfaen);
• შრიფტის ზომა – 12;
• სიტყვების საორიენტაციო რაოდენობა 400-600 სიტყვა;
განაცხადი და ესე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: adigenicultura@gmail.com